ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი ევროპულ სკოლას სტუმრობდა
26 Oct 2026ევროპულ სკოლას ძიუდოში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე თავის განვლილ გზაზე ისაუბრა, ლონდონის ოლიმპიური თამაშები გაიხსენა და ევროპული სკოლის ბავშვებს, რომელთა დიდი ნაწილიც სპორტის სხვადასხვა სახეობით გახლავთ დაკავებული, მნიშვნელოვანი რჩევა-დარიგებები მისცა.
ფოტოს ჩარჩო - პოსტი
19 Oct 2026ლიდერობის აკადემია “საბადო“ არის არაფორმალური განათლების უნიკალური ჰაბი, რომელიც მიზნად…
ხელების დაბანის საერთაშორისო დღე
13 Oct 2026ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა, რომლის მიზანი პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობიერება და ხელების სწორად დაბანის უნარ-ჩვევების განვითარება იყო.
ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების კონკურსის ფინალისტი გახდა
05 Oct 2026მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების გლობალური კონკურსის ფინალისტია.
ნინო ბაციაშვილის მასტერკლასი ევროპული სკოლის მოჭადრაკეებისთვის
03 Oct 2026ევროპულ სკოლას საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ბაციაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და ჭადრაკი ეთამაშა.
“ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა
17 Jun 20263 ივნისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-9 კლასის ინტერდისციპლინური პროექტის “ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა გაიმართა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საგანი ერთი თემის გარშემო გაერთიანდა და მოსწავლეებმა ტოტალიტარული რეჟიმების ისტორია, პროპაგანდის მექანიზმები, ადამიანის უფლებების დარღვევები, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების როლი მრავალმხრივად შეისწავლეს.
პერსონალური პროექტების გამოფენა
11 Jun 202627 მაისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საშუალო საფეხურზე პროექტების გამოფენა გაიმართა, სადაც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები წარადგინეს.
ყვავილების ფესტივალი ევროპულ სკოლაში
04 Jun 2026ევროპულ სკოლაში “ყვავილების ფესტივალი“ გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოება საქველმოქმედო მიზნით გააერთიანა.
“ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“
25 May 2026ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-8 კლასის ინტერდისციპლინური ასამბლეა გაიმართა - “ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საკითხები მრავალმხრივად შეისწავლეს.