“ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა

3 ივნისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-9 კლასის ინტერდისციპლინური პროექტის “ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა გაიმართა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საგანი ერთი თემის გარშემო გაერთიანდა და მოსწავლეებმა ტოტალიტარული რეჟიმების ისტორია, პროპაგანდის მექანიზმები, ადამიანის უფლებების დარღვევები, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების როლი მრავალმხრივად შეისწავლეს. ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და უცხოური ენების ინტეგრირებით მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევები, პრეზენტაციები, დოკუმენტური ფილმები, ინსცენირებები, VR აქტივობები და პანელური დისკუსია.
ასამბლეის მთავარი გზავნილი იყო, რომ ისტორიის გააზრება, კრიტიკული აზროვნება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა თავისუფალი საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

Share on: