კურსდამთავრებულთა ასოციაცია

“ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის 10-წლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა “ევროპული სკოლის” ერთ-ერთი პრიორიტეტის მართებულობა – “ევროპული სკოლელობა” სტატუსია არა მხოლოდ “ევროპულ სკოლაში” მოსწავლეობის წლებში, არამედ მისი დამთავრების შემდგომაც. კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც წარმატებით ირიცხებიან და ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში “ევროპული სკოლელობა” გამაერთიანებელი ნიშაა, რომლითაც ამაყობენ, რომელსაც აფასებენ და ერთმანეთთან ურთიერთობით ამყარებენ.

ამის დასტურია “ევროპული სკოლის” “კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც 2 წლის წინ დაფუძნდა. ასოციაცია ხელს უწყობს “ევროპულ სკოლასა” და  “ევროპულ სკოლელებს” შორის უწყვეტი კავშირის ორგანიზებას და სკოლის სიძლიერეს და,  რაც მთავარია, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევების შესაბამისი პრიორიტეტების წამოწევას.

 

კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტი
ნანა გოგუაძე

ძვირფასო კურსდამთავრებულებო,

მოგესალმებათ “ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულთა ასოციაცია! მე გახლავართ აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტი, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მინდა, გაგაცნოთ ის  უამრავი საშუალება, რაც არსებობს ჩვენს ასოციაციაში ჩართულობისა და მხარდაჭერის გამოსახატად.

ჩვენი ღონისძიებების მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ, გახდეთ სამოქალაქო აქტივობების თანამონაწილე, პირადად შეხვდეთ სხვადასხვა დარგის წარმატებულ პირებს და უბრალოდ შეინარჩუნოთ კონტაქტი თქვენს თანაკლასებეთან და სკოლასთან. ეს  ჩვენი ასოციაციაა და თითოეულის  აქტიური თანადგომა   დიდ წვლილს შეიტანს სკოლის განვითარებაში.

გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს სამომავლო გეგმებს :

სოციალური მედია

ჩვენ შევქმენით ასოციაციის  ოფიციალური ფეისბუქ -გვერდი, სადაც შეგეძლებათ, იხილოთ ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები,   კურსდამთავრებულთა შესახებ სიახლეები და გაეცნოთ მათი წარმატების ისტორიებს.

გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული:

https://www.facebook.com/esalumni/?modal=admin_todo_tour

კურსდამთავრებულთა ყოველწლიური შეხვედრა

ყოველი წლის 29 დეკემბერს ჩვენი კურსდამთავრებულები ბრუნდებიან სკოლაში და ყველანი ერთად აღვნიშნავთ”სახლში დაბრუნებას”. ამ დღეს თქვენ შეგეძლებათ, მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო და სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას.

სამოქალაქო აქტივობა

სამოქალაქო აქტივობა “ევროპული სკოლის” მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულებისთვის უცხო არ არის.  ჩვენ ადრეული ასაკიდან ვართ მიჩვეულნი საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას. გვინდა, გაგახაროთ და გითხრათ,  რომ ჩვენი სამოქალაქო ჩართულობა სკოლის კედლებს მიღმაც გაგრძელდება. გვსურს, დავგეგმოთ ისეთი ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც  გაეცნობით  საზოგადოებრივ პრობლემებს და შეიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს.

“უფროსი მეგობარი”

ჩვენი ინტერაქტიული პროგრამა-“უფროსი მეგობარი” მიზნად ისახავს კომუნიკაციის გაღრმავებას  სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს შორის. პროგრამის თანახმად, კურსდამთავრებულები საკონტაქტო ინფორმაციას მიაწვდიან მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი  არიან მათი უნივერსიტეტით    და დაეხმარებიან მომავალ თაობას უმაღლესი განთლების მისაღები გზის გაკვლევაში.

თუ გაქვთ იდეები, რომლებიც შეიძლება საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდეს ჩვენი ასოციაციისთვის ან მოსწავლეებისთვის, გთხოვთ, მომაწოდოთ ჩემს ელ.ფოსტის მისამართზე: ng1600@stern.nyu.edu

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით  ასოციაციისა და “ევროპული სკოლის” მხარდაჭერისთვის!

პატივისცემით,

ნანა გოგუაძე
პრეზიდენტი, ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაცია
2016 წლის კურსდამთავრებული

 

ქართული პროგრამა 2012
ქართული პროგრამა 2013
ქართული პროგრამა 2014
ქართული პროგრამა 2015
ქართული პროგრამა 2016
ქართული პროგრამა 2017
ქართული პროგრამა 2018
IB World School 2012
IB World School 2013
IB World School 2014
IB World School 2015
IB World School 2016
IB World School 2017
IB World School 2018
American High School 2015
American High School 2016
American High School 2017
American High School 2018

 

სალომე ჯოხაძე, კავკასიის უნივერსიტეტი 2017

სკოლამ მასწავლა, რომ ახალ და რთულ გამოწვევებს ინტერესით უნდა შევხვდე და არაფრის მეშინოდეს. სადაც არ უნდა წავიდე, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მუდამ თან გამყვება. ვგრძნობ, რომ ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და შემიძლია თამამად შევხვდე სირთულეებს. სკოლამ უამრავი დიდი თუ პატარა მეგობარი მაჩუქა, რომლებიც სწავლის პროცესს მიმარტივებდნენ და მიფერადებდნენ. ცხოვრების ყოველ ეტაპზე მე სიამაყით ვიტყვი, რომ ევროპული სკოლის მოსწავლე ვიყავი!

ნათია ნაცვლიშვილი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 2012

ევროპულმა სკოლამ შემიქმნა მყარი საფუძველი და დამანახა გზა ჩემი წარმატებული პროფესიული მომავლისკენ.

ნათია კოზმანაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი 2017

ევროპული სკოლა ჩემი მეორე სახლი გახდა. აქ მე ვისწავლე ურთიერთობა მასწავლებლებთან, რამაც შესაძლებლობა მომცა, მათგან ბევრი რამ გამეგო. ვისწავლე კარგისა და ცუდის გარჩევა, მსჯელობა, ჯგუფში მუშაობა, რაიმეს ანალიზი, გამომიმუშავდა პრობლემის მარტივად გადაჭრის უნარი. აქაური კარგი გარემო იმდენად გადამდებია, რომ საბოლოოდ ადამიანი ისეთივე პროფესიონალი ხდება, როგორიც აქ მომუშავე პერსონალია. ევროპული სკოლა გვაძლევს შანსს, მაქსიმალურად გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, მე კი სწორედ ეს დამეხმარა, გავმხდარიყავი თავდაჯერებული, რაც წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია