დირექტორის მისალმება

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

 

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

მოგესალმებით უკვე ნაცნობ და ახლადშემოერთებულ ოჯახებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ სკოლაში“!

მოხარულნი ვართ, რომ “ევროპული სკოლის“ ოჯახის წევრები ხართ. ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიას, ხარისხიანი განათლებისთვის თავდადებას და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას.

“ევროპულ სკოლაში” არსებულ სამივე პროგრამაში: ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალვრიატის პროგრამები, ამერიკული უმაღლესი სკოლა – ერთნაირი სულისკვეთება შეიმჩნევა – ყველგან იგრძნობა სწრაფვა წარმატებისკენ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომელიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მოსწავლეთა მომზადება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ჩვენ ვცდილობთ, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაუფლების ჩაუქრობელი სურვილი და მსოფლიოს შეცნობის ინტერესი ჩავუნერგოთ.

ჩვენი სტრატეგია – მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოთავაზებები, სკოლის წინსვლის წინაპირობაა. არასდროს ვკმაყოფილდებით შედეგებით, ვისწრაფვით უფრო მეტის მიღწევისკენ, ვნერგავთ სწავლა-სწავლების ინოვაციური ფორმებსა და მეთოდებს.

მასწავლებლის მხარდაჭერამ და ახალი გამოწვევების დაძლევის სწრაფვამ კიდევ უფრო წაახალისა მოსწავლეები, მაქსიმალური ძალისხმევა გამოევლინათ და საუკეთესო შედეგები მიეღოთ. ჩვენ ვამაყობთ 2023 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით. წელს სადიპლომო პროგრამის მოსწავლეების დიპლომის საშუალო ქულა 35 იყო, ერთმა კურსდამთავრებულმა კი მიიღო 40-ზე მაღალქულიანი დიპლომი, ამერიკის პრეზიდენტის ჯილდო საგანმანათლებლო წარჩინებისთვის და საგანმანათლებლო პროგრესისთვის გადაეცა ამერიკული უმაღლესი სკოლის 8 მოსწავლეს, ქართულ პროგრამაში კი ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე.

სკოლამ განსხვავებულ და რთულ ბოლო წლებში სწავლების პროცესში დანერგილი სტრატეგიებით, საგაკვეთილო პრაქტიკითა და საგანმანათლებლო სისტემებით დაადასტურა, რომ საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით დარგის ლიდერია.

“ევროპულ სკოლას“ ჰყავს სამოცამდე მაიკროსოფტის ინოვატორი მასწავლებელი, 2022-2023 სასწავლო წლისთვის კი 13 მასწავლებელს მიენიჭა მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის (MIE Expert) წოდება.

საგანმანათლებლო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარებული უახლესი კვლევის საფუძველზე განვახორციელეთ ინვესტირება ტექნოლოგიურ რესურსში, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარა სწავლაში ჩვენს მოსწავლეებს. ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვა სმარტ დაფით, განახლდა კომპიუტერები კომპიუტერულ ლაბორატორიებში, STEAM განათლების გასაძლიერებლად შევიძინეთ Pepper და NAO რობოტები, რაც კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა გახდა მოსწავლეებისთვის, რეალურ ცხოვრებაში დაენერგათ საკუთარი იდეები.

სკოლამ შეიმუშავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროგრამა, რომელიც გაწერილია 2021-2024 წლების ტექნოლოგიურ გეგმაში. აღნიშნული დოკუმენტი, სხვა უმნიშვნელოვანეს ასპექტებთან ერთად, შეიცავს “ევროპული სკოლის“მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ჩარჩოს, რომელიც მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოს (DigCompEdu) ეყრდნობა და  პედაგოგებს სთავაზობს დროში გაწერილ კომპლექსურ შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ საკუთარი ციფრული უნარები.

რა სიახლეები იკვეთება ჰორიზონტზე “ევროპული სკოლის“ საზოგადოებისთვის?

მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (CP) დანერგვით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს წინასაუნივერსიტეტო განათლების კიდევ ერთ ალტერნატივას ვთავაზობთ. “ევროპული სკოლა“ რეგიონში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) უწყვეტი განათლების ერთადერთი სკოლაა, რომელიც IB-ის ოთხივე პროგრამას ახორციელებს:  IBPYP, IBMYP, IBDP და IBCP.

2023-2024 წელს CP პროგრამის მოსწავლეთა პირველი კოჰორტა მიიღებს დიპლომს და შეიძენს უნიკალურ პროფესიულ გამოცდილებას მასპინძლობის, გამოყენებითი მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის მიმართულებით.  კიდევ ერთი გამორჩეული შესაძლებლობა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის!

 ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციების გზებით სვლას. “ევროპული სკოლის’’ მოსწავლეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოში, სადაც მოწინავე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნოლოგიური რესურსები სწავლების  უმთავრესი კომპონენტია.

“ევროპული სკოლა“ დაარსებიდან 15 წლის იუბილეს მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა. არსებული კამპუსის ახლომდებარე ტერიტორიაზე შარშან გავხსენით  სკოლის ახალი შენობა, რომელიც “ევროპული სკოლის“ პრიორიტებების ფიზიკური გამოხატულებაა. გამორჩეული დიზაინის სასწავლო სივრცეებით, ულტრათანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით, ახალი შენობა  მომავლის საგანმანათლებლო დაწესებულების პროტოტიპია და ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციების აქსელერაციას “ევროპულ სკოლაში“.

მოუთმენლად ველით არსებული და ახალი მოსწავლეების მოსვლას სკოლაში – ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას! წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ახალი მოსწავლე გვყავს, რაც “ევროპული სკოლისადმი“ ნდობის მაღალ ხარისხზე მიგვანიშნებს. მე, როგორც “ევროპული სკოლის“ დირექტორს, ჩვენი თანამშრომლებისა და მოსწავლეების დიდი იმედი მაქვს. მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით  შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.

გვჯერა, ერთად შევძლებთ, ეს წელი თითოეული მოსწავლისთვის ვაქციოთ განვითარებისა და მიღწევების წლად.

წარმატებულ და მშვიდობიან 2023-2024 სასწავლო წელს გისურვებთ!

კეთილი სურვილებით,

სოფიო ბაზაძე
ევროპული სკოლის დირექტორი