სკოლის მისია

ჩვენი მისია

“ევროპული სკოლა” მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები.

ჩვენი ხედვა

ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ ტრანსფორმაციული განათლების ნიმუში და შევიტანოთ წვლილი მომავლის განათლების ფორმირებაში. ჩვენი ხედვის ქვაკუთხედია რწმენა იმისა, რომ განათლება არის ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომით, შთავაგონებთ ჩვენს მოსწავლეებს, იმოქმედონ უფრო ინკლუზიური და მდგრადი სამყაროს შექმნის სულისკვეთებით.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი, ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო განათლება, ეყრდნობა იმ ძირეულ ფასეულობებს, რომლებიც შერწყმულია “ევროპული სკოლის“ ყველა აკადემიურ თუ კლასგარეშე ღონისძიებასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის ოთხი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც  ჩვენი საქმიანობის საფუძველია, კერძოდ:

ინოვაციის გზით სვლა;

სწრაფვა სრულყოფილებისკენ;

განვითარება სწავლის საშუალებით;

გლობალური მოქალაქეობა.

ამ ძირეული ღირებულებებით ჩვენ წავახალისებთ დამოუკიდებლად სწავლას  და მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გაითავისონ პასუხისმგებლობა. “ევროპულ სკოლაში“ სწავლობენ მრავალფეროვანი კულტურის დაფასებას მისი მიღებითა და ტოლერანტობით. ეს მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები.