ახალი ამბები

“ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“

25 May 2026

ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-8 კლასის ინტერდისციპლინური ასამბლეა გაიმართა - “ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საკითხები მრავალმხრივად შეისწავლეს.

კირა აშმეიბას ნახატების გამოფენა

25 May 2026

ევროპული სკოლაში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, კირა აშმეიბას, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ევროპული სკოლის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები სანდრო კობახიძემ დააჯილდოვა

24 May 2026

ევროპულ სკოლაში დასრულდა ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულ გუნდებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენი სკოლის ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის, ივიკო ჭელიძის სახელს ატარებს, პლე ოფის სისტემით წარიმართა და ერთი თვე გაგრძელდა.

ES Talks

22 May 2026

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ES Talks-ის სცენაზე გამორჩეულად წარსდგნენ. ღონისძიება ინგლისური ენის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მთავარი თემა  “AI: უხილავი დამხმარე“ იყო.

მარიამ სახიაშვილის ნახატების გამოფენა

21 May 2026

ევროპული სკოლაში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, მარიამ სახიაშვილის, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა

13 May 2026

13 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

“ევროპულ სკოლაში“ თბილისის “დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგება გაიხსენეს

13 May 2026

13 მაისს, “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სპორტული ჟურნალისტი, ცობილი სპორტული გამოცემის “სარბიელის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, არაერთი სპორტული წიგნის და ჩანახატის ავტორი ილია ბაბუნაშვილი, რომელმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან გაიხსენა 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასზე, თბილისის “დინამოს“ ისტორიული გამარჯვება. ამასთან, სტუმარმა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა გამორჩეული ამბები, რომელიც “დინამოს“ იმ დროინდელი მოთამაშეებიდან პირადად აქვს შეგროვებული და სხვადასხვა ინტერვიუში თუ ჩანახატში გამოყენებული.

ნინია პაიკიძის პერსონალური გამოფენა

06 May 2026

“ევროპული სკოლა“-ში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ნინია პაიკიძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ვივიენ გუდიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა

06 May 2026

“ევროპულ სკოლაში“  ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ვივიენ გუდიაშვილის, ნახატების პერსონალური გამოფენა  გაიმართა.