საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ევროპული სკოლის“ წარმატებული თანამშრომლობა

16 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში “გაიმართა სკოლის საზოგადოების შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანთან საქართველოში, დოქტორ კენ უოლშთან, რომელმაც ღონისძიების დამსწრეთ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები გააცნო; ისაუბრა STEM განათლების უპირატესობასა და პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე. მან “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსანი ანი გვერდწითელი დააჯილდოვა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) მიერ დაწესებული სტიპენდიით. ანი გვერდწითელს გამოეყო ოთხწლიანი სრული დაფინანსება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად იმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, რომელიც შარშან გაფორმდა SDSU-ს და GIG-ს შორის.

Share on: