დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა “დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერით განსაკუთრებულად უმასპინძლეს ,,მზის შვილების“ ბენეფიციარებს. წლევანდელი სლოგანი “არავინ დატოვო განათლების მიღმა“ მთავარი გზავნილია მათ მხარდასაჭერად.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშველოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომაც აქტიურად ჩავრთეთ საგანმანათლებლო აქტივობებში. ერთად ავაწყეთ რობოტები, ჩავატარეთ ქიმიის სახალისო ცდები, ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთად ვხატეთ ფერადი წინდები, მოვაწყეთ ფლეშმობი 46+1, ჩავრთეთ ბავშვები სპორტულ თამაშებში და გავყიდეთ ფერადი წინდები მათ მხარდასაჭერად. დიდი შთაბეჭდილებებით და ემოციებით გავაცილეთ სტუმრები.

Share on: