ახალი ამბები

მეა მოლი ფაისანის საერთაშორისო წარმატება

17 Feb 2026

ქართული პროგრამის IV კლასის მოსწავლე მეა მოლი ფაისანი გახდა საერთაშორისო კონკურს Golden Dream 2026 -ის გამარჯვებული. კონკურსი გაიმართა ლას ვეგასში და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები.

შეხვედრა საუნივერსიტეტო მრჩეველთან

11 Dec 2025

10 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის უფროსკლასელებს საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამომავლოდ კარიერის დაგეგმვასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე. ინტერაქციულ რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიონალი მრჩეველებისგან.

პერსონალური გამოფენა

11 Dec 2025

8 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა ქართული პროგრამის პირველი კლასის მოსწავლის ანიტა თარგამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განამვლობაში შექმნილი ნახატები: პეიზაჟები, ნატურმოპრტები და სხვ. ღონისძიება გახსნეს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღავნელმა და ხელოვნების პედაგოგმა. ანიტას ნამუშევრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მისი მეგობრები და თანაკლასელები.

ანიმაციის საერთაშორისო დღე

04 Nov 2025

31 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო – ჩვენი…

ანზორ ბიძინაშვილის წარმატება ავტოსპორტში

16 Oct 2025

ქართული პროგრამის მოსწავლე ანზორ ბიძინაშვილი ავტოსპორტის საქართველოს ჩემპიონატზე უკვე ორი წელია წარმატებით ასპარეზობს “ჰონდა სივიკითა“ და “ჰონდა ინტეგრით“.

კლუბების გამოფენა

24 Sep 2025

“ევროპულ სკოლაში“ კლუბების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლობლობა, გასცნობოდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს. სპორტი, ხელოვნება, ენები, ტექნოლოგიები – ყველა მიმართულებით იყო საინტერესო შეთავაზება მოზარდებისთვის! მოსწავლეებმა არა მარტო მიიღეს ინფორმაცია კლუბების საქმიანობის შესახებ, არამედ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებსა და ვორქშოფებში, რათა სრულფასოვანი წარმოდგენა შეჰქმნოდათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც წლის მანძილზე კლუბების ფარგლებში მიიღებენ.

პირველი დღე სკოლაში

17 Sep 2025

დღეს ,,ევროპულმა სკოლამ" სამივე შენობაში ფართოდ გაუღო კარი მოსწავლეებს და აღნიშნა კიდევ ერთი საინტერესო, სასწავლო მოგზაურობის დაწყება.

"საბადოს" ლიდერობის აკადემიის სპეციალური შეთავაზება "ევროპული სკოლის" მოსწავლეებისთვის!

26 Jun 2025

თუ ხარ "ევროპული სკოლის" მე-8-მე-12 კლასელი, მოიწვიე მეგობარი ნებისმიერი სხვა სკოლიდან "საბადოს" საზაფხულო კურსებზე.

კალიგრაფიის ხელოვნება - ახალი პარტნიორობის დასაწყისი

16 Jun 2025

,,ევროპულ სკოლასა” და ,,ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას” შორის გაფორმდა…