ამერიკული სკოლის დიპლომი

17 აპრილს ამერიკიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ AdvancED-ამერიკული სააკრედიტაციო ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. გამართეს შეხვედრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამერიკული სკოლის დიპლომის აღიარების საკითხთან დაკავშირებით. “ევროპული სკოლის“ ამერიკული უმაღლესი სკოლის მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ: ამერიკული სკოლის დირექტორი დოქტორი ირმა ბარბაქაძე და აკადემიური დირექტორი ნათია თევზაძე.
ვიზიტის დასასრულს საპატიო სტუმრები “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ და დაათვალიერეს. განსაკუთრებული მოწონება Fab Lab-მა დაიმსახურა. მივიღეთ რეკომენდაცია სკოლის STEM სერთიფიცირების საკითხთან დაკავშირებით.

Share on: