გაკვეთილი “ბაბალეში“

15 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-3ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო “ბაბალეს” ესტუმრნენ. პედაგოგის ხელმძღვანელობით მათ მოხატეს ხელნაკეთი საფანქრე ყუთები. ესკიზები და ექსპოზიცია თავად შეარჩიეს და ფერად-ფერადი საღებავებით შექმნეს ნახატები. “ბაბალეს“ გაკვეთილები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და სახალისო აღმოჩნდა.

Share on: