დებატები ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმისა“ და ტოტალიტარიზმის შესახებ

ამა წლის 31 იანვარს “ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათი დებატების თემა ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა“ და ტოტალიტარიზმი გახლდათ. მოსწავლეებმა იმსჯელეს და იკამათეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ტოტალიტარიზმი და ძალადობა, იდეოლოგია და რეპრესიები, ძალაუფლება და ბედნიერი ცხოვრების ილუზია. დებატებს უძღვებოდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქეთო გოთოშია და თემო თვაური, ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეები: გიგი კაკალაშვილი და ტასო გობიანიძე.
დებატების დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ტრადიციად აქციონ მსგავსი შეხვედრები და უფრო ხშირად შეიკრიბონ სხვადასხვა თემაზე სამსჯელოდ.

Share on: