თემა ”ბაქტერიები”

7 თებერვალს 3 ბ კლასის დამრიგებელმა მარიკა მჭედლიძემ, კლასის სადამრიგებლო საათზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ისაუბრა ბაქტერიების შესახებ, ამასთან, რუსულის გაკვეთილი განავრცო შესაბამისი თემატიკით. მოგვიანებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა ბიოლოგიის ლაბორატორიაში პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან და ასმათ ახვლედიანთან ერთად.
გაკვეთილზე პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს თემის შესაბამისი ვიდეო მასალა, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაოები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს სასარგებლო და არასასარგებლო ბაქტერიების მნიშვნელობაზე, იმსჯელეს, თუ რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომ არ დაავადდნენ მავნე ბაქტერიებით. ბოლოს მოსწავლეებმა მიკროსკოპის საშუალებით საკუთარი თვალით ნახეს ბაქტერიები.

Share on: