კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

13 მარტს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საშემოდგომო სესიაზე მოპოვებული სხვადსხვა ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ. ჩვენი სკოლა ტრადიციულად მე-8 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება.
კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებას. წლევანდელ ოლიმპიადაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, 49 კინგსელმა მათემატიკაში მოიპოვა სერტიფიკატი და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით.

Share on: