ლიტერატურული გაკვეთილი

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 9ბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები წიგნის მაღაზია Books in Vake-ს ესტუმრნენ. მრავალფეროვანი წიგნების გარემოში მათ წაიკითხეს ქართული და ნათარგმნი ლიტერატურა.
მოსწავლეებმა თავად თარგმნეს ფრაგმენტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებიდან და ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე წაიკითხეს.
წიგნის მაღაზიაში ქართველი ავტორების წიგნების გარდა გაიცნეს ბესტსელერი და ნათარგმნი ლიტერატურა.

Share on: