მოგზაურობა ევროკავშირში

ევროპის ქვეყნების გაერთიანება 1951 წელს დაიწყო და დღეისათვის 28 ქვეყანაა გაერთიანებული. ევროკავშირის დროშა ლურჯი ფერისაა და 12 ვარსკვლავია გამოსახული. ჰიმნი ლ.ვ. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მიხედვით შეიქმნა. 19 წევრი ქვეყანა კი ფულის ერთეულად ევროს იყენებს. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და სურთ მალე გახდენენ ევროპული ოჯახის წევრი.
მთელი კვირის განმავლობაში “ევროპულ სკოლაში“ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს და საგანმანათლებლო და ინფორმაციულ შეხვედრებს ვმართავთ.
სკოლის პიარმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზანტაცია “მოგზაურობა ევროკავშირში.“ მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის, იტალისს და საბერძნეთის შესახებ. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს ევროკავშირში გასაგზავნად და გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მალე საქართველოც გახდეს მისი წევრი.

Share on: