მოდერნიზმი და პლაკატის დიზაინი

13 მარტს “ევროპული სკოლის“ ლონდონის გამზირის სახელობის დერეფანში საერთაშორისო ბაკალავრიატის IB MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე, პლაკატის დიზაინის შესწავლის დროს შექმნილი მოდერნიზმის სტილში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს. ექსპოზიცია ინტეგრირებული პროექტის “მე ვარ ადამიანის“ ფარგლებში მოეწყო.

Share on: