ქართული პროგრამის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია

“ევროპულ სკოლაში“ პედაგოგ მარინე მელიქიძის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს და მშობლებს წარუდგინეს ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, რომლებზეც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა თემები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიეს და მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ: “ჩემი კლასის კალენდარი”, “კომპიუტერული თამაშები კარგია თუ ცუდი?”, “ჩემი საგვარეულოს ისტორია”, “წიგნები გუშინ, დღეს, ხვალ”, “მე და ჩემი სახელი”, “კორეული კულტურა”, “ჯანსაღი ცხოვრების წესი”, “არ დაანაგვიანო!”, “დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამოსი”, “ტური კახეთში”, “ჩქიმ სამარგალო”.
პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბიბლიოთეკაში და მას ესწრებოდნენ: საფეხურის კოორდინატორი ინგა თოლორაია, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: მაია მელიქიშვილი , მაია წენგუაშვილი და სხვ.

Share on: