შემეცნებითი ბანაკი – ASTRO CAMP-ი ამერიკაში

“ევროპული სკოლის”- “ამერიკული უმაღლესი სკოლის” ინიციატივით მოსაწვლეთა 19 კაციანი გუნდი 3-10 მარტს აშშ-ის ვირჯინიის ქალაქ ქლოვერში ASTRO CAMP-ში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს STEAM მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში.
“ამერიკული უმაღლესი სკოლის” მოსწავლეებმა გაიცნეს და გაიღრმავეს ცოდნა ფიზიკის, ქიმიის, რობოტიქსის და ასტრონომიის სფეროში. ჯგუფის წევრებს თან ახლდათ ორი ხელმძღვანელი: ისტ და რობოტიკის პედაგოგი დავით ნოზაძე და FAB LAB-ის თანამშრომელი გურანდა გოგალაძე.
ბანაკში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის მომავალი პროფესიების დასაუფლებად. ასევე ორ ქვეყებს შორის ინფორმაციისა და ცოდნის გასაცვლელად. ASTRO CAMP-ის ორგანიზატორებისა და ჩვენი სკოლის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა სამომავლო საგანმანათლებლო სტრატეგია.
გუნდის წევრები აშშ-ში ნანახ სიახლეებს გაუზიარებენ “ევროპული სკოლის” STEAM მიმართულების პედაგოგებს და ერთობლივად განახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს.
Share on: