შეხვედრა გამომგონებელთან

18 მარტს “ევროპული სკოლის“ FabLab-ში მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის რიგით მეორე FabX Talk-ის ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა გამომგონებელმა გიორგი გაბარაშვილმა მოსწავლეებს საკუთარი გამოგონებები გააცნო.
FabX Talk-ზე მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს წარუდგინა ვირტუალური ხელთათმანი, გააცნო Iron Man-ის კოსტიუმის იდეა და სხვა მრავალი საინტერესო გამოგონება. მოსწავლეებისთვის მსგავსი ინოვაციური მიგნებები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
FabX Talk-ის ღონისძიება ყოველთვიურად ტარდება FabLab-ში, რათა წავახალისოთ მოსწავლეების საქმიანობა ინოვატორობისა და STEAM განათლების მიმართულებით.

Share on: