ანნა ლობიანკოს პერსონალური ნახატების გამოფენა “ევროპულ სკოლაში“
“ევროპულ სკოლაში“ ანნა ლობიანკოს პერსონალური ნახატების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი შექმნილი ნამუშევრები. გამოფენამ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მისცა გაეცნოთ პატარა მხატვრის ინდივიდუალური ხედვა და მხატვრული სტილი.
ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი ქართველი მხატვარი ზალიკო სულაკაური, ასევე “ევროპული სკოლის“ ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯაყელი, რომელმაც ოფიციალურად გახსნა გამოფენა და აღნიშნა მოსწავლის ნიჭისა და შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ანნა ლობიანკოს კლასელები და სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალგაზრდა მხატვარს და მისი ნამუშევრები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.
გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “ევროპული სკოლის“ ხელოვნების მიმართულების აქტიურობას და მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას.