CIS სამეთვალყურეო კომიტეტი

საერთაშორისო სკოლების საბჭო (CIS) სკოლების შეფასებისა და აკრედიტაციის მიმართულებით  მსოფლიო ლიდერია.

საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაციის ხარისხსა და სიზუსტეს აღიარებენ განათლების სამინისტროები და დეპარტამენტები მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ის სრულად და ზუსტად ასახავს სკოლის მიერ მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლების უზრუნველყოფას.

CIS-ის საერთაშორისო აკრედიტაცია წარმოადგენს შეფასების პროცესს, რომელიც ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას შემდეგი მიმართულებით:

  • დეტალური შეფასების პროცესი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების შესაბამისად;
  • გამოწვევებისა და მხარდაჭერის ნაზავი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის განვითარებას;
  • ე.წ. თანასწორის მიერ შეფასების მოდელი, რომელიც აერთიანებს განათლების დარგის მუშაკებს CIS-ის მიერ აკრედიტირებული მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სკოლებიდან (CIS | International Education Membership Community).

 

საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) სამეთვალყურეო კომიტეტი

“ევროპული სკოლა“ საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი გახდა 2016 წელს და ამჟამად, სკოლა ადგას  აკრედიტაციის მიღების გზას.

თვითშეფასების სამეთვალყურეო კომიტეტი (SSSC)უზრუნველყოფს თვითშეფასების პროცესის გამჭვირვალობასა და დროულად დასრულებას მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად, მტკიცებულებებზე დამყარებული რეფლექსიის გზით.

სამეთვალყურეო კომიტეტი კოორდინაციას უწევს კომიტეტების მუშაობას, რათა უზრუნველყოს მათი შეთანხმებული, და არა იზოლირებული, მოქმედება სრული სურათის შესაქმნელად.

თვითშეფასების სამეთვალყურეო კომიტეტი სწავლობს სკოლის საზოგადოების თითოეული რგოლის მუშაობას: მოსწავლეები, მშობლები, ხელმძღვანელი აკადემიური გუნდი, ხელმძღვანელი მმართველი გუნდი, მასწავლებლები, მასწავლებელთა მხარდაჭერის გუნდი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სკოლის კურსდამთავრებულები.

 

თვითშეფასების სამეთვალყურეო კომიტეტი აღნიშნული სტრუქტურით იმუშავებს 2018-2019 წლებში. კომიტეტი შედგება 12 წევრისგან.

სოფიო ბაზაძე – თავმჯდომარე;
ნანა ფაცია – თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი სიჭინავა – თავმჯდომარის მოადგილე;
ნათია გეწაძე – წევრი;
ნონა შენგელაია – წევრი;
ელისო ჭელიშვილი – წევრი;
ანა ჩახნაშვილი – წევრი;
პეტრე ბაბილუა – წევრი;
სოფო ფაცაცია – წევრი;
მაია რევია – წევრი;
ნათია ფირცხალავა – წევრი;
შორენა აბესაძე – წევრი.

 

კომიტეტი დაყოფილია თემატური ჯგუფების მიხედვით: 1.მმართველი სამუშაო ჯგუფი 2. აკადემიური სამუშაო ჯგუფი.

მმართველი სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელია შემდეგ მიმართულებებზე: A, B, F, G, H

აკადემიური სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელია შემდეგ საფეხურებზე: C, D, E

 

სამეთვალყურეო კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ბაზაძე
s.bazadze@europeanschool.ge
თავმჯდომარის მოადგილე
ნანა ფაცია
n.patsia@europeanschool.ge
თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი სიჭინავა
g.sichinava@europeanschool.ge