დედაენის დღე “ევროპულ სკოლაში“

დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით.
პირველ კლასში მოსწავლეებმა მხატვართან, ზალიკო სულაკაური, ერთად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. შემდეგ მათ საკუთარი ემოციები ფურცელზე გადაიტანეს და დახატეს “დედაენა“.
მეორე კლასის მოსწავლეებს მეხუთეკლასელებმა პრეზენტაციის სახით გააცნეს დედაენის დღის ისტორია და მნიშვნელობა. მარტივი და გასაგები ენით აუხსნეს უმცროსებს, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს მშობლიური ენა.
მესამე კლასში მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის მნიშვნელობაზე და შემდეგ შექმნეს საკუთარი, უნიკალური ხელმოწერები. აქტივობა დაეხმარა მათ გაეაზრებინათ საკუთარი იდენტობა და პიროვნული გამოხატვის მნიშვნელობა.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი ბაღის აღსაზრდელები მოიწვიეს და მათთან ერთად ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილი შესახებ. უფროსმა მოსწავლეებმა პატარებს მოუყვნენ საინტერესო და სახალისო მცირე მოთხრობები, რამაც შეხვედრა თბილი და შემეცნებითი გახადა.

Share on: