“ევროპული სკოლა“ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა

18 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მე-8 კლასის მოხალისე მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ზამბახების კოლექცია სარეველა ბალახებისგან გაათავისუფლეს და არბორეტუმის ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების ეს აქცია მათ დედამიწის დღეს მიუძღვნეს, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნავს.

Share on: