“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წარმატება კარტინგის ჩემპიონატში

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ანზორ ბიძინაშვილმა და ლუკა თაქთაქიშვილმა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს პროექტში “გახდი მრბოლელი“.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ და მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და მათი შერჩევას კარტინგის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის ფარგლებში შერჩეული 8 საუკეთესო მონაწილე სრულად დაფინანსდება და უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსით მთელი სეზონის განმავლობაში.

ფინალურ ეტაპზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს: ანზორ ბიძინაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო ლუკა თაქთაქიშვილმა — მესამე ადგილი.

მიღწეული წარმატების შედეგად, ორივე მოსწავლემ მოიპოვა სრული დაფინანსება და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის საქართველოს კარტინგის ჩემპიონატში.

“ევროპული სკოლა“ ულოცავს ანზორ ბიძინაშვილსა და ლუკა თაქთაქიშვილს აღნიშნულ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს წარმატებებს მომავალ სპორტულ ასპარეზზე.

Share on: