სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია

რა არის ფაბლაბი?

ფაბლაბი არის სპეციალური, მოქნილი, კომპიუტერით პროგრამირებადი დანადგარებით აღჭურვილი სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მასალებისა და აპარატურული კომპლექსის გამოყენებით შეიქმნას “თითქმის ყველაფერი”.

ფაბლაბი ასევე არის პლატფორმა სწავლებისა და ინოვაციებისთვის: ადგილი თამაშისთვის, შექმნისთვის, სწავლისთვის, მენტორობისა და გამოგონებებისთვის. გქონდეს ფაბლაბი, სკოლისთვის ნიშნავს დაკავშირებას გლობალურ სწავლულთა, განმანათლებელთა, ტექნოლოგიების სპეციალისტთა, მკვლევართა, შემოქმედთა და ინოვატორთა საზოგადოებაში გაწევრიანებას, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

 ლაბორატორია შექმნილია, როგორც პროტოტიპირების შესაძლებლობების მქონე ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, გარდა ამიზა ფაბლაბი ინტეგრირებულია სკოლის მიერ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ნაწილში და STEM-ის მიმართულებით პრაქტიკული პროდუქტების შექმნის ნაწილში.

ბავშვები ლაბორატორიაში სწავლობენ ობიექტების  დაპროექტებასა და მათ შექმნას პერსონალური ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით ან უკვე არსებული მოდელების მიხედვით.

პროექტის საკუთარი ხელებით შექმნისა და განხორციელების გამოცდილების მიღების მოტივაციით, ბავშვები ერთმანეთს ასწავლიან და უწევენ მენტორობას, რაც მათ აძლევთ ღრმა ცოდნას მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენების, მატერიალების, შემოქმედების პროცესისა და ინჟინერიის მიმართულებით, რაც გარდაიქმნება შემდგომში გამოგონებად და ინოვაციად.

ევროპული სკოლის ფაბლაბი აღჭურვილია შემდეგი აპარატურით:

  • ლაზერული მჭრელი;
  • 3D პრინტერი;
  • CNC პროგრამირებადი ჩარხი;
  • სასერი პლოტერი;
  • მყარ ზედაპირზე საბეჭდი UV პრინტერი;
  • ვაკუმ ფორმირების აპარატი;
  • თერმო პრესი;
  • ინდუსტრიული რობოტის ხელი;
  • ელექტრონიკის მაგიდა;
  • სხვა ხელსაწყოები გამოგონებებისა და ხელით მუშაობის განსახორციელებლად..

 

პროექტის მხარდაჭერასა და მენეჯმენტს ახდენს ინოვაციების კონსალტინგისა და მენეჯმენტის კომპანია Future Laboratory.

 

ლაზერული მჭრელი
ლაზერული მჭრელი იძლევა ჭრისა და გრავირების საშუალებას ხეზე, ტყავზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მუყაოსა და სხვა ტიპის მასალებზე.
დანადგარს მოსწავლეები იყენებენ საკუთარი ფანტაზიით ისეთი ნივთების შესაქმნელად, როგორიც არის: მცირე ზომის ავეჯი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები, აქსესუარები და სხვა.
 
3D პრინტერი
3D პრინტერი არის პროგრამირებადი დანადგარი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შექმნან საკუთარი გამოგონებების პირველადი მუშა პროტოტიპი. დანადგარი იძლევა  საშუალებას, რომ შეიქმნას თითქმის ყველა ტიპის მცირე ზომის ნივთი, რომელიც იქნება სპეციალური საბეჭდი მასალით ჩამოსხმული.
 
პროგრამირებადი ჩარხი (CNC)
CNC რუტერი არის 3D პროგრამირებადი ჩარხი. რომელიც მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალსა და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. მოსწავლეები დანადგარის საშუალებით ქმნიან ისეთი ტიპის პროტოტიპებს, ისეთი სიზუსტით, რომლის შექმნაც ხელით შეუძლებელია ან სჭირდება ძალიან დიდი დრო. დანადგარი ასევე გამოიყენება ყალიბების დასამზადებლად, რომლითაც მოსწავლეებს შეუძლიათ აწარმოონ მათ მიერ მოფიქრებული პროდუქტები.
 
სასერი პლოტერი
სასერი პლოტერი არის მომავლის ერთ-ერთი დანადგარი, რომლითაც შესაძლებელია ციფრული ნახაზების დიდ ფორმატზე ავტომატური ხატვა, ასევე სტიკერების ამოჭრა, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლეებმა საკუთარი პროტოტიპები შეფუთონ ვიზუალურად სხვადასხვა სტიკერებით და მოახდინონ მათი ზუსტ ზომებში ამოჭრა.
 
ეკოსოლვენტური პრინტერი
ეკოსოლვენტური პრინტერი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანადგარი, რომელიც მაღალი ხარისხით ბეჭდავს ბანერის, სტიკერისა და სხვა მრავალფეროვან მასალებზე. პრინტერს მოსწავლეები იყენებენ პროტოტიპირების პროცესში მათი პროდუქტების ვიზუალური გაუმჯობესების მიზნით.
 
ვაკუუმ ფორმირების აპარატი
ვაკუუმ ფორმირების აპარატი ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ყალიბისა თუ რაიმე ნივთის იდენტური პლასტმასის დეტალის დასამზადებლად. ფორმირების აპარატის გამოყენებით მოსწავლეები ამზადებენ ყალიბებს შოკოლადის, სილიკონის ფორმებისა თუ სხვა ტიპის პროდუქტების ჩამოსასხმელად.
 
ინდუსტრიული რობოტები
ევროპული სკოლის ფაბლაბში საქართველოში პირველად მოხდა ინდუსტრიული რობოტების სწავლების დანერგვა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები აპროექტებენ ისეთ საწარმოო პროცესებს რობოტების გამოყენებით, როგორიც აქვს მერსედესს, BMW-სა და სხვა ცნობილ კომპანიებს პროდუქტის წარმოების პროცესში.
 
UV პრინტერი
UV(ულტრაიისფერი) პრინტერი ისეთი ფართო გამოყენების დანადგარია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მასალის ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა: ფერადი პრინტის დატანა ხეზე, ორგმინასა და სხვა მასალაზე.   პრინტერის გამოყენება მოსწავლეებს შეუძლიათ პროტოტიპირების პროცესში პროდუქტის ვიზულის გაუმჯობესებისთვის.
 
საქარგავი და საკერავი მანქანა
საქარგავი და საკერავი მანქანის გამოყენებით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ ნაჭერსა და ტყავზე, შექმნან სამოსი, აქსესუარები და გააფორმონ ისინი სასურველი ქარგით – ციფრულად შესრულებული ნახაზი ქსოვილზე დაიტანონ ფერადი ძაფების გამოყენებით.  რაც მთავარია მოცემული დანადგარების გამოყენება შეუძლიათ პროდუქტის შესაფუთად.