მასწავლებლის საერთაშორისო დღე ევროპულ სკოლაში და საჩუქარი MYP-ს მასწავლებლებისათვის

8 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) მოსწავლეებმა მოაწყვეს მათი მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ბავშვებმა წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები, ხელნაკეთი დეკორატიული პოსტერები და ნახატები.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მათ მიერ გამომცხვარი უგემრიელესი ტორტებითა და ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას.

Share on: