მათემატიკის საშაბათო სკოლა და მათემატიკის წრე “ევროპულ სკოლაში“

მიზანი: მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის, კონკურსებში, კონფერენციებსა  და ოლიმპიადებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის მომზადების მიზნით “ევროპულმა სკოლამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს მათემატიკის საშაბათო სკოლა და ჩამოაყალიბოს მათემატიკის წრე. საშაბათო სკოლა იმუშავებს სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში  აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მოამზადებს მათ  მათემატიკის წრისათვის. მათემატიკის წრე დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას სხვადასხვა კონკურსისა და ოლიმპიადებისათვის.

გუნდი: მათემატიკის წრეს უხელმძღვანელებს გამოცდილი პედაგოგი, კონკურსებსა და ოლიმპიადებში არაერთგზის გამარჯვებული, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წრის პედაგოგი ოთარ ჩიტაია. საშაბათო სკოლას წარუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების წარჩინებული უფროსკურსელი სტუდენტები.

განრიგი: საშაბათო სკოლის მეცადინეობები ჩატარდება ყოველ შაბათს, 10-დან 12 საათამდე, ხოლო მათემატიკის წრე – კვირაში ერთხელ, მეცადინეობის ხანგრძლივობა-2.5საათი.

V  კლასი: საშაბათო სკოლა  – მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 15;

VI  კლასი: საშაბათო სკოლა – მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 15;

VII  კლასი: საშაბათო სკოლა – მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 15;

VIII-IX  კლასების ნაკრები:  მათემატიკის წრე – მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 10.

დაშვების წინაპირობა: საშაბათო სკოლაში დაიშვებიან მოსწავლეები, რომელთა აკადემიური მოსწრება არის მაღალი, ხოლო წრეზე – მხოლოდ მასწავლებლის რეკომენდაციით.

ლიტერატურა: სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით.

Share on: