მოგზაურობა სკოლის გარეთ

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე გასვლითი ღონისძიება დაიგეგმა. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ “საქართველოს ეროვნულ მუზეუმს,“ წავიდნენ ქალაქგარეთ კახეთსა და “შატო მუხრანში.“

მოსწავლეები საშემოდგომო საქმიანობებით დაინტერესდენენ, ნახეს ღვინის დამზადების ტექნოლოგია. თავად მიიღეს მონაწილეობა ხაჭაპურის ცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში. მესამეკლასელებმა კი ინსტრუქტორებთან ერთად ისწავლეს კარვის გაშლა, შეაგროვეს შეშა და კოცონზე საკვებიც მოამზადეს.

ეროვნულ მუზეუმში კი პროგრამის
ფარგლებში ,,საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“, მოსწავლეები გაეცნენ საქაეთველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს.

თავად შეარჩიეს გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატი, რომლის შესახებაც შეავსეს კითხვარი, აღწერეს და გამოიკვლიეს შერჩეული ნივთები.

Share on: