მოიარე საქართველო

ოქტომბერი ის თვეა როცა ოქროსფერი საქართველოს ნახვა შეგიძლია, ამიტომაც “ევროპული სკოლის“ საბაზო საფეხურის მე-8ა, მე-8ბ და მე-9 კლასის მოსწავლეებმა “ვისქიჯორჯიასთან“ ერთად ლაშქობა დაგეგმეს ბარაქიან კახეთსა და ალგეთის ნაკრძალში.
მოინახულეს:ზღაპრული წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი, თელავის ეროვნული მუზეუმი, ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე), უბერებელი და თელავის უხუცესი ჭადარი, ალგეთის ნაკრძალი.
ლაშქრობის მონაწილეები დატკბნენ ბუნებით, ხალისით ამოავლეს ჩურჩხელები, შეიგრძნეს სუნი შემოდგომის გულუხვობის და დააგემოვნეს ის ნობათი, რომელსაც, შემოდგომის მოსავალი ჰქვია. მათ წინასწარ გაიარეს ტრენინგები: გუნდურობა, კომუნიკაცია, სალაშქრო ინვენტარის გამოყენება და შემდეგ პრაქტიკულაგ განახორციელეს “ვისქიჯორჯიასთან“ ერთად.

Share on: