მოიარე საქართველო

კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია.

MYP პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეები 2 დღით კახეთში წავიდნენ. პირველი დღე ძირითადად კახეთის სანახაობებს დაეთმო. მეორე დღეს სტუდენტები ჯერ ქინძმარაულის კორპორაციას ეწვივნენ, სადაც ჩურჩხელების და პურის დამზადება ისწავლეს, შემდეგ კი “მეღვინეობა ხარებას,” სადაც ერთობლივი ძალებით ჩაერთნენ რთველში და თავადვე დაწურეს მოკრეფილი ყურძენი.

უცხოელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართული ფოლკლორისა და ტრადიციების გაცნობა. ნაციონალური კერძების დაგემოვნება და მოგზაურობა საქართველოში.

MYP პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეები კი სამთავისსა და ლამისყანას ესტუმრნენ.

Share on: