მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მოწოდებულია, გაამდიდროს მოსწავლეთა და მშობელთა გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას “ევროპულ სკოლაში“ ყოფნისას. მისი მთავარი ამოცანებია:
- წაახალისოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში;
- გაამყაროს ურთიერთობა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამფუძნებლებს შორის;
- ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაზიარებას მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მონაწილეობს სხვადასხვა სოციალური, საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმვაში, კოორდინირებასა და განხორციელებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სკოლის საზოგადოების ერთიანობის აღქმას და მოსწავლეებისთვის სასწავლო გამოცდილების შეძენის ახალი საშუალებების შეთავაზებას.
ასოციაციის შეხვედრები იმართება სემესტრში ორჯერ, სადაც ნებისმიერი მშობლის დასწრება და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა წახალისებულია. “ევროპული სკოლის“ თითოეული მშობელი ავტომატურად ხდება ასოციაციის წევრი. მუშაობის ეფექტურად წარმართვისთვის ასოციაციას ჰყავს კომიტეტი, რომელშიც ყველა კლასიდან წარმომადგენელი არჩეულია ერთი წლის ვადით. ”ევროპულ სკოლაში” პროგრამების (IB, ASAS, ქართული პროგრამა, ევროპული ბაღი) მიხედვით ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა მშობელთა და მასწავლებელთა კომიტეტი. თითოეულს ჰყავს თავისი თავმჯდომარე-არჩეული წარმომადგენელი მშობელთაგან.
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გახსნილები ვართ ახალი იდეების მისაღებად. შემოგვიერთდით, გახდით ასოციაციის აქტიური წევრი! დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს.
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრა ,,საბადოში“
2025–2026 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) წევრებისთვის “საბადოში“ გაიმართა, სადაც თბილ და ინსპირაციულ გარემოში, შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეიგრძნეს თანამშრომლობისა და ერთიანი საზოგადოების ძალა.
სტუმრები, “საბადოს“ მანგლისის კამპუსის დათვალიერების შემდეგ, შეიკრიბნენ “საბადოს“ კინოთეატრში, სადაც PTA-ის კოორდინატორმა ახალ წევრებს კომიტეტში გაწევრიანება მიულოცა და განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა შრომისა და მხარდაჭერისთვის იმ წევრების მისამართით, რომლებიც წლებია თანამშრომლობენ PTA-ისთან.
შეხვედრაზე “ევროპული სკოლის“ დირექტორმა ისაუბრა გასული წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებაზე — სკოლის CIS რეაკრედიტაციაზე და მადლობა გადაუხადა მშობლებს ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის; ღონისძიების სპეციალურმა სტუმარმა, ფსიქოლოგმა და მშობელმა, ანა არველაძემ მშობლის როლსა და შვილებთან ურთიერთობაზე ფასეული რჩევები გაუზიარა დამსწრეებს; “საბადოს“ ხელმძღვანელმა სამომავალო ლიდერული კურსები და ინიციატივები გააცნო სტუმრებს.
მონაწილეებმა, საინფორმაციო სესიებთან ერთად, შემოქმედებით და გუნდურ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა: ააწყვეს ფაზლი “საბადოსა“ და “ევროპული სკოლის“ ერთიანობის სიმბოლური გამოსახულებით; შექმნეს ყვავილების გვირგვინები ახალგაზრდული საცხოვრისის “ცხოვრების შანსის“ წევრების დახმარებით; მიიღეს ღვინით ხატვის გამოცდილება.
მადლობა ყველას, ვინც ამ მშვენიერ შეხვედრას შემოუერთდა! თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო აძლიერებს!
მოსწავლეთა გაძლიერება არაფორმალური განათლების მეშვეობით: ლიდერთა აკადემიის პრეზენტაცია PTA შეხვედრაზე
თებერვალში გამართული PTA შეხვედრა დაიწყო სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების საინტერესო მიმოხილვით. დღის მთავარი მოვლენა იყო ლიდერთა აკადემიის პრეზენტაცია, პროექტისა, რომელიც ინოვაციურ სასწავლოპროგრამებს შესთავაზებს მოსწავლეებს. Lead Academy-ის ხელმძღვანელმა დეტალურად ჩამოაყალიბა აკადემიის სტრუქტურა და პროგრამების შინაარსი. მან ასევე ისაუბრა აპრილისთვის დაგეგმილ შეთავაზებებზე, რამაც მშობლების ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიწვია.
ღონისძიებამ ნათლად აჩვენა სკოლ
ერთად ჩვენი მოსწავლეებისთვის!
30 ოქტომბერს გამართულ, მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა მშობელთა ჩართულობის როლზე მოსწავლეთა წარმატებაში და ზოგადად, სკოლის წინსვლაში.
სკოლის დირექტორმა, PTA-ის კოორდინატორმა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სკოლის ახალი ინიციატივები, მათ შორის კონფერენციები, ღონისძიებები, კითხვარები, რომელთა მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და სასწავლო გამოცდილების გაძლიერება, და მოუწოდეს ყველას აქტიური ჩართულობისკენ.
PTA-თან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ
ველნესი სკოლაში
ველნეს პრაქტიკების დანერგვა მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, “ევროპულ სკოლაში“ პრიორიტეტული საკითხია. ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სტრესის შემცირება – ეს მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის შეხვედრაზე განხილული საკითხებია, სადაც მშობლებმა მოისმინეს ველნეს ექსპერტის რჩევები, მონაწილეობა მიიღეს ველნესის თემაზე გამართულ ვიქტორინაში და ჯანასაღი კერძების მასტერკალსს დაესწრნენ.
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრა
მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართა, სკოლამ უმასპინძლა: ველნეს ექსპერტ მიხეილ ქოჩიაშვილს, რომელმაც ჯანსაღ საკვებზე ისაუბრა და მისცა რჩევები მშობლებს, როგორ შეუწყონ ხელი ჯანმრთელობას სადღესასწაულო დღეებში, და ფსიქოლოგ მზიკო დალაქიშვილს, რომელმაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე იმსჯელა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იყო წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები და მათში მშობელთა ჩართულობა.
PTA-ის პირველი შეხვედრა 2023-2024 სასწავლო წელს
შეხვედრა მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის წევრებთან
2022-2023 სასწავლო წელს ასოციაციის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართა. ვინაიდან წელს სკოლა დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, მშობლებმა თვალი გადაავლეს სკოლის მნიშვნელოვან მიღწევებს და ისაუბრეს სამომავლო ხედვების თაობაზე, მიიიღეს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის დეტალების, სტრუქტურის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, შედგა PTA-ს ახალი თავმჯდომარეების წარდგენა, კომიტეტის განახლებული შემადგენლობის გაცნობა.
მხიარული სტარტები
,,ევროპული სკოლის” სპორტდარბაზში სპორტული შეჯიბრი “მხიარული სტარტები“ ჩატარდა. გუნდები ქართული და IB პროგრამის მოსწავლეებისა და მშობლებისგან დაკომპლექტდა. დაძაბულ ბრძოლაში ქართული პროგრამის გუნდმა უცხოური პროგრამის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მსაჯმა საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასი გადასცა.
შეხვედრა ახალი მოსწავლეების მშობლებთან
ჩვენი სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისათვის სასიამოვნო საღამო მოეწყო.
შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, სკოლის მმართველი გუნდი და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები. აკადემიურმა დირექტორმა, პროგრამის კოორდინატორებმა და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში ჩატარებული შეხვედრა ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა.

![]() |
| მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის წესდება |
