STEM Fest 2019

9 ივნისს IYIPO ორგანიზებით ისთ-ფოინთში ინოვაციური ფესტივალი – STEM Fest 2019 ჩატარდა. კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო პროექტები გააცნეს.
STEM FEST 2019 სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემატური სტენდები და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ინოვაციურ ექსპერიმენტებში. წლევანდელ ფესტივალზე 50-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი. ჩვენი სკოლიდან რობოტექნიკის წრის მოსწავლეებმა 3 პროექტი წარმოადგინეს.
პროექტის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.

Share on: