STUDENT PROJECT CONFERENCE 2015

2015 წლის 13-14 მარტს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა “მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო “ევროპული სკოლის“, საერთაშორისო  ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ს, “UK Bridge“-სა და “კემბრიჯის სასწავლო ჯგუფის“ მიერ.

კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი გაეცნო საქართველოს 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 85 პროექტს.

13 მარტს ექვსი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა მოისმინეს შერჩეული   52 პროექტი. მათ შორის გამოავლინეს  14 საუკეთესო.

14 მარტს პლენარულ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტმა მოისმინა პროექტები  და დაასახელა გამარჯვებულები.

I  ადგილი  –  გიგა აფხაიძე,  “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატი (IB).

“კემბრიჯის სასწავლო ჯგუფის” მიერ დაჯილდოვდა კემბრიჯის უნივერსიტეტში 3-კვირიანი კურსის საგზურით. ჯილდო  ჯგუფის სახელით გადასცა ქალბატონმა ნუცა ქურიძემ. გიგა აფხაიძე ასევე დაჯილდოვდა I ხარისხის სერტიფიკატით.

II  ადგილი – გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:

ირაკლი ბობოხიძე  – “ნიუტონის თავისუფალი სკოლა“,თბილისი; 

მარიამ  გობიანიძე  – “ევროპული სკოლა“ , თბილისი; 

დათა  კიკორია – “ევროპული სკოლა“ , თბილისი;

ანა ფურცხვანიძე  – ქართულ – ამერიკული სკოლა “პროგრესი“, ქუთაისი.

მათ  მოიპოვეს   პირსონის ტესტისათვის მოსამზადებელი 3-თვიანი ენის სასწავლო კურსზე (თბილისში) სწავლის დაფინანსება. პრიზი გადასცა ქალბატონმა მაია გურგენიძემ.

III ადგილი  – გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

შოთა  იასაშვილი –  მე-10 საჯარო სკოლა , თბილისი ;

ელენე  ქავთარაძე  – “ევროპული სკოლა“ American High School, თბილისი;

მარიამ  ჯმუხაძე  –  წმ. გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანული სკოლა, თბილისი.

გამარჯვებულებს  დაუფინანსდათ   ენის შემსწავლელი 2 -კვირიანი სასწავლო კურსი თბილისში, ორგანიზცია Unique Learning-ის საზაფხულო სკოლაში.

სპეციალური  წამახალისებელი  ჯილდოები  გადაეცათ:

1. “ევროპული სკოლის“ დირექციის მიერ დაწესებული ჯილდო “ენის შემსწავლელი 2 -კვირიანი სასწავლო კურსი თბილისში, ორგანიზაცია Unique Learning-ის საზაფხულო სკოლაში“,  გადაეცა მარიამ  წიკლაურს  – მე- 2 საჯარო სკოლა დედოფლისწყარო;

2. “ამერიკული საბჭოების“ მიერ დაწესებული საჩუქრები, წიგნები, ქალბატონმა ირმა ბარბაქაძემ  გადასცა:

გიორგი  გაფრინდაშვილს  –გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ,ქუთაისი; 

თურგეი ჰასანოვს-  ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი;

მარიამ წიკლაურს-  მე-2 საჯარო სკოლა,დედოფლისწყარო.

3. “English Book in Georgia“-ს მიერ დაწესებული ჯილდო – 50%-იანი ფასდაკლება “English Book in Georgia“-ს მიერ ორგანიზებულ ენის კურსებზე –  ქალბატონმა მაია გურგენიძემ გადასცა:

გიორგი  გაფრინდაშვილს –  გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ,ქუთაისი; 

თურგეი ჰასანოვს – ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი;

მერიემ გაზიოღლუს – ჩაღლარის საერთაშორისო სკოლა, თბილისი;

ვაჟა კლდიაშვილს – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი, თბილისი;

ქეთი მჭედლიშვილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია, რუსთავი.

კონფერენციის ფოტომასალები

Share on: