ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
6 ივლისს “ევროპული სკოლა“ ამერიკის საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ პიკნიკს დაესწრო. ღონისძიებაზე ამერიკული ტრადიციები გაცოცხლდა, წარმოდგენილი იყო პოპულარული ამერიკული კერძები და მუსიკა.
ქართველი და უცხოელი სტუმრები ხალისით ჩაერთნენ “ევროპული სკოლისა“ და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) მიერ ერთობლივად დაგეგმილ აქტივობებში.
“ევროპული სკოლა“ ულოცავს ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს და უსურვებს ამერიკელ ხალხს, თავისუფლებისა და ერთიანობის სულისკვეთებით იაროს წინ, უკეთესი მომავლისკენ!