ასტრიდ ლინდგრენის კვირეული
“მე არ მინდა ვწერო უფროსებისთვის. მე მსურს ვწერო იმათთვის, ვისაც შეუძლია სასწაულების გაკეთება. ამ სასწაულებს სწორედ, რომ ბავშვები ქმნიან“ – ასე ამბობდა მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.
“ევროპული სკოლის“ წიგნიერმა მოსწავლეებმა “ასტრიდ ლინდგრენის ონლაინ კვირეულში“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა გიორგი კეკელიძის ლიტერატურული გაკვეთილები; შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა მოსწავლეებს გამოუგზავნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასტრიდ ლინდგრენის წიგნების ჩამონათვალიდან მისთვის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებებზე ისაუბრა; დიანა ანფიმიადმა აღნიშნულ საბავშვო წიგნებში ამოკითხული კერძების რეცეპტები გააცნო ბავშვებს.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ; გამოეწყვნენ კარლსონის, პეპის, ემილის და რონიას კოსტიუმებში; მოამზადეს პეპის მაჭკატები და კარლსონის მურაბები, წერილები მისწერეს ასტრიდს, დახატეს გმირები. სხვა სკოლებმაც ხალისით მიიღეს “ევროპული სკოლის“ გამოწვევა და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ კვირეულში. მოსწავლეები კვირეულის ბოლოს დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ყველა აქტივობა იხილეთ #AstridLindgrenWeek
ნახატების ონლაინ გამოფენა იხილეთ ბმული.