ევროპის დღე

“ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღე აღინიშნა კონფერენციით “ახალგაზრდობა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, სადაც ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე.

ღონისძიებამ, რომელიც მოსწავლეთა პარლამენტის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის თანამშრომლობით ჩატარდა, შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, განხილული თემების ირგვლივ გაეღრმავებინათ ცოდნა, საზოგადოების აქტიური წევრების როლი მოერგოთ, სამომავლო თანამშრომლობის გეგემები დაესახათ და მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

Share on: