“ევროპულ სკოლასა“ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის“ ხელმძღვანელმა დავით გადელიამ მოაწერეს. აღნიშნული დოკუმენტი, მსოფლიო პანდემიის პირობებში, სკოლასა და კლინიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ახალი კორონავირუსის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში “ევროპული სკოლა“ ხელს უწყობს მოსწავლეების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში კლინიკა უზრუნველყოფს სკოლის საზოგადოებას სამედიცინო მომსახურებას სპეციალური პირობებით.
“ევროპული სკოლის“ წარმომადგენლებს (მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს) კლინიკა გაუწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და პატრონაჟს მთელი მკურნალობის განმავლობაში; ჩაუტარებს ტესტირებას ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით, აგრეთვე შესთავაზებს სპეციალურ პირობებს სადიაგნოსტიკო მომსახურებაზე.