"ევროპული სკოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გელა ბეჟუაშვილის მიმართვა კურსდამთავრებულებს
ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!
”ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულები სკოლის საზოგადოების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. სკოლა ფართოდ აღებს კარებს მათთვის და 2020 წლის ივნისიდან, არსებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, სთავაზობას წვდომას COVID ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ სრულად აღჭურვილ სკოლის ინფრასტრუქტურულ სივრცეებზე. სკოლის ინფრასტრუქტურით სარგებლობა კურსდამთავრებულთათვის ზაფხულის თვეებში შესაძლებელი გახდება ყოველ დღე 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე წინასწარ დაჯავშნის საფუძველზე . მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, სტარტაპების განხორცილებისას, ისარგებლონ ინოვაციური სივრცე Fablab-ის ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარებით და თანადაფინანსებაც მოიპოვონ სკოლისგან.
”ევროპული სკოლა” ყოველთვიურად კურსდამთავრებულთათვის, მათი იდეების რეალიზებისა და წარმატების ისტორიის შესაქმნელად, გამართავს ღონისძიებებს სამი ძირითადი მიმართულებით:
- კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობები
- მოხალისეობრივი კამპანიები
ზაფხულის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებები COVID-19 ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.
ღონისძიებების დეტალების გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2ZPNx8T
სკოლის სივრცეების დასაჯავშნად გადადით ბმულზე: https://europeanschool.ge/kursdamtavrebulebi/
#შენისკოლაშენთანაა