“ევროპული სკოლის“ სასწავლო გრანტი - 2022 ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის
“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ და “ევროპული სკოლა“ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს სასწავლო გრანტს და გზას უხსნის ხარისხიანი საერთაშორისო განათლებისკენ. ფონდი აკადემიურადგამორჩეული, დიდი პოტენციალის მქონე მოსწავლეებისთვის ცვლის რეალობას და ეხმარება მათ, მიიღონ განათლება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრული დაფინანასებით გააგრძელონ სწავლა აკადემიური გამოწვევებით აღსავსე სადიპლომო პროგრამასა (IB DP) და ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, გამოავლინონთავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
სასწავლო გრანტის დეტალები
- ვისშეუძლია დაფინანსებაზე განაცხადის შემოტანა – მოსწავლეებს (საქართველოს მოქალაქეებს), რომლებიც ამთავრებენ მე-10 კლასს და “ევროპულ სკოლაში“ აპირებენ სწავლას მე-11-12 კლასებში.
- განაცხადის შემოტანის ვადა – ელექტრონული აპლიკაცია გახსნილია 15 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით.
შერჩევის კრიტერიუმებისა და სააპლიკაციო პროცედურების გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://tinyurl.com/ye22y8p5