გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მიღებული მაღალი შედეგები
ვულოცავთ 2020 წლის კურსდამთავრებულებს სადიპლომო პროგრამის გამორჩეული შედეგებით დასრულებას! წელს ოცდათვრამეტმა მოსწავლემ დაამთავრა სადიპლომო პროგრამა “ევროპულ სკოლაში“. მათ, აქამდე უცნობ, გლობალურ პრობლემებთან მოუხდათ შეჭიდება, მაგრამ შეძლეს წინააღმდეგობების დაძლევა და მაღალი ქულების დემონსტრირება. მათი დიპლომის საშუალო ქულა – 35 ბევრად მაღალია მსოფლიო IB სკოლების საშუალო მაჩვენებელზე (30 ქულა) და სხვაობაც უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე წინა წლებში. ჩვენმა მოსწავლეებმა საგნობრივ ნიშნებშიც კარგი შედეგები აჩვენეს, საშუალო 5.54 ქულა მაქსიმალური 7-დან მსოფლიო მაჩვენებელზე (4.8 ქულა) გაცილებით მაღალია. სადიპლომო პროგრამის კურსდათავრებულთა 84 %-მა მიიღო დიპლომი, მაშინ როცა მსოფლიო მაჩვენებელი არის 79.1%. ვულოცავთ წარმატებას ჩვენს IB კურსდამთავრებულებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს!