გასტრონომიული ფესტივალი
“ევროპულ სკოლაში“ სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გასტრონომიული ფესტივალი მოეწყო, სადაც მშობლებმა 17 ქვეყანის განსხვავებული სამზარეულო წარადგინეს. ფესტივალის მულტიკულტურული გარემო კიდევ უფრო გაამდიდრა ქვეყნების სიმბოლოებმა, თემატურმა სუვენირებმა და ტრადიციულმა სამოსმა.
ეს ღონისძიება იყო არა მხოლოდ გემრილი კერძების დეგუსტაციის საშუალება, არამედ მსოფლიო სამზარეულოს და განსხვავებულ კულტურათა ზეიმი. აღსანიშნავია ფესტივალის საქველმოქმედო დატვირთვა. შეგროვილი თანხით თითოეული მონაწილე შიმშილის აღმოფხვრაში შეიტანს წვლილს.
მადლობას ვუხდით მონაწილე მშობლებს, სტუმრებს! ჩვენ ერთად ვახორციელებთ პოზიტიურ ცვლილებებს!