გრანტები

“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა,“ რომელიც ჩვენი სკოლის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის დააწესა გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული.” ყოველი აკადემიური სემესტრის დასასრულს ფონდი განიხილავს სკოლის მიერ წარდგენილ საგრანტო  განაცხადებს.

გრანტი დაწესებულია განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით.

გრანტის მინიჭებისას ყურადღება მახვილდება მოსწავლის დამსახურებაზე და არა ფინანსურ საჭიროებებზე. მოსწავლეები ავტომატურად ჯილდოვდებიან ყოველ სემესტრში, თუკი წარმატებით აგრძელებენ აკადემიურსა და საზოგადოებრივ  საქმიანობას. საგრანტო განაცხადის წარსადგენად აპლიკანტებისთვის სპეციალურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს სკოლა აწესებს.

 

“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ წარმოადგენს არაკომერციულ, საქველმოქმედო ორგანიზაციას,
რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამებსა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის
შენარჩუნებას საქართველოში. ფონდმა მონაწილეობა მიიღო უამრავ ეროვნულსა თუ საერთაშორისო საქველმოქმედო
ღონისძიებაში და აქტიურადაა ჩართული ისეთ მიმდინარე პროექტებში, როგორებიცაა: “წიგნის მუზეუმი“
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კინოს მუზეუმი და ისტორიული თეატრალური კოსტუმების კოლექცია, აქვეყნებს ფოტოალბომებს:
“თბილისი,“ “საქართველოს აივნები – არქიტექტურის ნიმუშები“ და ა.შ. ფონდმა შეწირულობა გაიღო ისეთი საერთაშორისო
საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის, როგორიც არის: Aurora Prize  და Junior Achievement.

 

2015-16 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2015-16 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2016-17 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2016-17 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2017-18 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2017-18 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2018-19 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2018-19 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2019-20 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2019-20 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2020-21 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2020-21 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2021-22 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2021-22 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2022-23 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2022-23 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2023-24 წლის I სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები

2023-24 წლის II სემესტრის შედეგების მიხედვით გამოვლენილი გრანტოსნები