ჰარვარდის კონგრესის მოდელირების “ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა პროგრამა“ “ევროპულ სკოლაში“

ჰარვარდის კონგრესის მოდელირების “ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა პროგრამა“, რომელსაც “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა – უნიკალური გამოცდილება მოსწავლეებისთვის!
სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში 40 ნიჭიერ მოსწავლეს ჰქონდა პრივილეგია ჰარვარდის სტუდენტების მენტორობით ჩაბმულიყვნენ კომუნიკაციის, ორატორობის, ლიდერობის, მოლაპარაკებების წარმოების ვორქშოფებში და შეძენილი უნარები გლობალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების მოსაფიქრებლად გამოეყენებინათ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებდა საუნივერსიტეტო ჩარიცხვების შესახებ მენტორებთან პანელურ შეხვედრას, სადაც ჰარვარდის სტუდენტებმა თავინთი წარმატების ისტორიები გაუზიარეს მოსწავლავეებს და ფასდაუდებელი რჩევები მისცეს წარმატების მისაღწევად.
პროგრამის მესამე დღე ახალგაზრდა, ინოვატორ ლიდერთა გამომგონებლური ნიჭების ნამდვილი ზეიმი იყო, როდესაც ჟიურიმ საუკეთესო სტარტაპი გამოავლინა. დახურვის ცერემონიაზე “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულია, ჰარვარდელ მენტორებთან ერთად სეტიფიკატები გადასცა მონაწილეებს.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებაში, განსაკუთრებით კი მენტორებს, რომელთა როლი დიდია მომავლის ლიდერების ჩამოყალიბებაში!
Share on: