ხელების დაბანის მსოფლიო დღე
ხელების დაბანის მსოფლიო დღეს “ევროპულ სკოლაში“, ჰიგიენის დაცვის არსის გასაცნობიერებლად, მოზარდებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები დაიგეგმა. სკოლის ექიმები ბავშვებს ესაუბრნენ თითქოსდა უმარტივესი ქმედების, საპნით ხელების დაბანის მნიშვნელობაზე. ამ ღონისძიებას სახალისო მომენტებიც ახლდა. საღებავების გამოყენებით ხელების დაბანის წესების გაცნობა სასიამოვნო და დაუვიწყარ პროცესად იქცა.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ჰიგიენის დაცვის შესახებ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება პრეზენტაციებით მოახდინეს. მოზარდების ჩართულობა და ენთუზიაზმი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.