კომპოსტი

  • კომპოსტი ეს არის საუკეთესო ორგანული სასუქი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ორგანული და მინერალური ნივთიერებებით.
  • კომპოსტირება – ეს არის პროცესი,  რომელიც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთზემოქმედების შედეგად. რომლის საშუალებითაც მყარი, ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს პროდუქტად.

კომპოსტირებისთვის საჭირო ორგანული მასალებია: ბაღის ყველა ორგანული ნარჩენი, ნაცარი, სამზარეულოს ორგანული ნარჩენები, ხეხილისა და ვაზის ნასხალავი,  ჩალა,  ძროხისა და ფრინველის ნაკელი, ქაღალდი, გამხმარი ფოთლები, თივა, ნამჯა , ხის ტოტები, ნახერხი, მუყაო და სხვა.

კომპოსტის მომზადების წესი:

  • 1 ფენა- მიწა
  • 2 ფენა – 10-15 სმ მწვანე ორგანული ნარჩენები
  • 3 ფენა 5 -10 სმ ნაკელი, ნაცარი
  • 4 ფენა – ზედა ფენა 2 სმ მიწა და ტორფი
  • 5 ფენა – საფარი – მოთიბული ბალახი , ჭილოფის ტომარა

კომპოსტის გროვას ზემოდან სასურველია დავაფაროთ მოთიბული ბალახი, ან ჭილოფის ტომრები, რათა მზემ არ ააორთქლოს ტენი.

Share on: