კურსდამთავრებულთა უპრეცედენტო დაფინანსება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ “ევროპული სკოლის“ 2019 წლის კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას მსოფლიოს TOP უნივერსიტეტში განაგრძობენ. გარდა წარმატებული ჩარიცხვებისა მათ უპრეცედენტო რაოდენობის დაფინანსება მოიპოვეს.
2018-2019 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ მიღებულმა დაფინანსებამ ჯამში $1,420,605 შეადგინა (სწავლის პირველი წლისთვის მიღებული დაფინანსება, რომელიც სრული საბაკალავრო კურსის გათვალისწინებით შეადგენს $5,682,420).
სამივე პროგრამის IB, AHS და ქართული პროგრამის მოსწავლეები ჩაირიცხნენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა:
University of Southern California, Boston University, Georgia Tech, Lehigh University, Franklin & Marshall College, Drexel University, Pepperdine University, University of Rochester, Brandeis University, Northeastern University, Bard College, UC San Diego, WPI, Chapman University, King’s College London, Newcastle University, University of East Anglia, University Manchester, Warwick University, University of Kent, Queen Mary University of London, University of Surrey, University of Amsterdam, Erasmus University Rotterdam, University of Groningen, Utrecht University, Maastricht University, Bocconi University, IE University, American University of Rome, City University of London, etc.
“ევროპული სკოლის“ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უნივერსიტეტისა და კარიერისთვის მომზადებაში, სასურველი უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების შერჩევაში, სააპლიკაციო პროცესსა და დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება მრჩეველი საუნივერსიტეტო საკითხებში, გიორგი სიჭინავა, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. გიორგი “ევროპულ სკოლას“ 2017 წელს შემოუერთდა და მას მერე ინერგება Comprehensive College Counseling Program, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, საფუძვლიანად ამზადებს მოსწავლეებს უმაღლესი განათლებისთვის.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით!