ლიდერობის აკადემია “საბადო“ აპრილის პროგრამებზე მიღებას აცხადებს!

ლიდერობის აკადემია “საბადო“ ევროპული სკოლის, მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწაავლეებისთვის აცხადებს მიღებას აპრილის პროგრამებზე. 11-13 და 25-27 აპრილს “საბადო“ წინანდლის კამპუს “შატო მოსმიერში“ ლიდერობის აკადემიის პირველ პროგრამებს უმასპინძლებს.

რაზე და ვისთან ერთად ვისაუბრებთ?

11-13 აპრილი – Follow the White Rabbit – How to Swim in the Ocean of Information
სპიკერები: აკა ზარქუა და გიორგი ცხაკაია

25-27 აპრილი – ჯოზეფ კემბელის საკულტო ნაშრომი “გმირი ათასი სახით“
სპიკერი: ლევან ღამბაშიძე

რას გთავაზობთ?  

  • შეკრებას და გაერთიანებას კახეთის უნიკალურ, ინტერაქციულ სივრცეში;
  • აქტივობებს, რომელიც ეხმიანება თანამედროვე გლობალური ინფორმატიული სამყაროს გამოწვევებს;
  • საინტერესო სპიკერებს პროფესიული გამოცდილებით;
  • ბევრ საერთო აქტივობასა და გუნდურ მუშაობას.

რატომ უნდა შემოგვიერთდეთ?

  • მიიღებთ უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას აქტუალური საკითხების, პრობლემების და თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესახებ;
  • განივითარებთ იმ უნარებს, რომლებიც ინფორმაციისა და მხატვრული კულტურის ანალიზში დაგეხმარებათ;
  • გადადგამთ დიდ ნაბიჯს ლიდერობისა და გლობალური სამყაროს სრულფასოვანი მოქალაქეობისკენ.

აკადემია მონაწილეებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა განივითარონ ლიდერული უნარები, აღმოაჩინონ ახალი პერსპექტივები და ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში ინტერაქტიულ და შთამაგონებელ გარემოში.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ იხილეთ: https://www.sabado.edu.ge/courses/

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.sabado.edu.ge/courses/register/

Share on: