ლიტერატურული კვირეული

ლიტერატურულ კვირეულს პირველ ნაწილზე არანაკლებ საინტერესო გაგრძელება ჰქონდა, სადაც მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა:

წიგნების გამოფენა-გაყიდვა: გამოფენაზე, სადაც რამდენიმე გამომცემლობამ მოიყარა თავი, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ახალი ავტორები, წიგნები.

შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან: სტუმრის საუბარმა თემაზე “ანიმაცია და ლიტერატურა“ ამ ორი შემოქმედებითი სამყაროს  კვეთაზე დააფიქრა დამსწრეები.

 გურამ მეგრელიშვილის მასტერკლასი: მასტერკლასი “როგორ დავწეროთ მოთხრობა“ მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, მიეღოთ რჩევები და შთაგონება მწერლისგან.

IB პროგრამის მოსწავლეთა პერფორმანსი: IB MYP მოსწავლეებმა ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს ორიგინალური პერფორმანსით.

Share on: