“ევროპულ სკოლაში“ გასულ კვირას თურქეთისა და სირიის საზღვრისპირა ქალაქებში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო.
მოწოდებას ოპერატიულად მოჰყვა მოსწავლეების მიერ პირველადი საჭიროების ნივთების: თბილი ტანსაცმლის, საძილე ტომრების, საბნების, ბალიშების, ბავშვთა კვების, საფენების, ჰიგიენის საშუალებების მოტანა, რომლის გაგზავნაც თურქეთში თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ უზრუნველყო.
ამასთან, მოსწავლეთა პარლამენტის ინიციატივით ვალენტინობის დღეს მოეწყო საქველმოქმედო კამპანია და ტკბილეულის გაყიდვით შეგროვებული თანხა გადაირიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში.